უკან დაბრუნება
ანგარიში
მოვიდნენ ანგელოზები ღმერთო,

ჩხრეკა ჩაატარონ,

ნება - დართულია.

 

გადახდილი მაქვს:

 

გარდაცვალებისთვის - სიკვდილით

სხეულისთვის - სხეულით

იმედგაცრუებისთვის - იმედით

ძილისთვის - გაღვიძებით

მომავლისთვის - წარსულით

მადლისთვის - ცოდვით

სიჩუმისთვის - ხმაურით

 

ვიხდი ხარკს:

 

ენისთვის, რომელზეც ვწერ.

სიტყვებზე მეტი ამბებისთვის.

 

რასაც ვწერ - იმას ვცხოვრობ.

 

ვალში ვარ შენთან:

 

სიზმრებისთვის,

სადაც ფრენა შევძელი,

სადაც შვილებს ვაჩენ,

რომლებიც გამიცხადდნენ.

 

ვალში ხარ ჩემთან:

 

რომ ყვავილობამდე ვიყავი ნაყოფი.

 

დამრგე ლეღვის ხედ

და მის ტოტებში არბენინე

რძე, რომელიც დააშრე ჩემში.

 

 

 

 

 

 

 

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.