უკან დაბრუნება
სიკვდილის რეპეტიცია

ერთხელაც

 

ყველა მკვდარი გადაგიბრუნდება საფლავში -

მიწა დაიძვრება.

 

ერთხელაც

ყველა ცოცხალი ზურგს გაქცევს

გაკოტრდება სიტყვა - სამშობლო.

 

ერთხელაც

ვეღარ შეავსებ სისხლის ბანკით,

რადგანაც გახსოვს:

გადაიტანე სიტყვა - სიყვითლე.

 

ერთხელაც

სარკმელს ორპირი ქარი

ერთჯერადი გასროლის ხმით შემოგიხურავს.

 

ერთხელაც

მოგიკვდებოდი, მაგრამ

ვიცი - ამით ვერ დაგსჯი.

 

ერთხელაც

ვეღარ იქცევი აჩრდილად,

ეკრანზე გადატანილი შიშებით რომ შემაშინო.

 

ერთხელაც

ვეღარ ჩამკეტავ ელექტრონულ ციხესიმაგრეში,

შემოგყვები ცოდვის სიღრმეში,

ჩაგიხურავ ყველა ფანჯარას.

 

ერთხელაც

 

გეტყვი:

 

ეშმაკსაც წაუღიხარ.

 

 

 

 

 

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.