უკან დაბრუნება
პარისი

ვწერ.

უკვე აღარაფერი ხდება.

 

ვიწყებ

საკუთარი თავის მოსმენას.

 

აქ -

სიტყვები აუცილებელი თვისებაა.

 

მათ გადანახული ბგერების

მუსიკა ახლავს,

ჯერ ვერ ამოთქმული სიტყვების.

 

ვგრძნობ:

 

ეს ჰგავს

შეთანხმებულ მარტოობას,

 

უნებლიეა,

როგორც ჩვენი ხელების ერთად ყოფნა შენს ქალაქში,

 

უხერხული - როგორც თანაგრძნობა

 

და შემთხვევითი,

 

როგორც შემოდგომის ახალი წელი,

რომელიც ნაადრევად დადგა.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.