უკან დაბრუნება
ცდა

ჩაინიშნე.

მალე გაღვიძების დღე დადგება -

ორშაბათი.

 

ვცადოთ ამოვხსნათ

რა გვინდოდა სინამდვილეში.

 

რისკი აღარაა საზიარო,

აღარც ერთად ყოფნა - აუცილებელი.

 

სამყაროში ყველაფერი უჩვენოდ ხდება.

 

ჩავხუროთ ყუთი, მივაბაროთ მეხსიერება.

ნელა სუნთქავენ ქვები და

ღამეც უფრო საიმედოა გამჟღავნებისთვის.

 

გადავზომოთ მტკავლებით -

ტკივილები იზრდებიან.

 

თავისუფლებები გადავცვალოთ,

დავტოვოთ სინდისი ქუჩაში ძაღლივით.

 

 

ის ერთხელ მაინც აყმუვლდება ჩვენს კართან.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.