უკან დაბრუნება
სხვა მხარე

ეს - ჰაერის სხვა მხარეა.

 

რა უნდათ სიტყვებს?..

საუბარი - დასრულებულია.

 

აქ - მზერა არ თანაბრდება.

 

მზე ჩასვლა-ამოსვლით ერთობა და

სიბნელეს საკუთარი თავით აშინებს.

 

კარადაში საკიდზე ქანაობს სილუეტი,

მას ჰქვია - წასვლა.

 

კარებს ნუ კეტავ.

 

სიჩუმის სიგრილე საშიშია,

როგორც სრულყოფილება.

 

უნდა დაიხსნა იგი სიტყვებით.

 

ხსოვნის ხანდაზმულობას

სუნთქვა გამოექცა

და ღიმილს დაასწრო.

 

ნუ მეტყვი იმას,

რაც არასდროს იქცევა სინამდვილედ.

 

სისხლძარღვებმა ვერ დაიჭირეს საზიარო ცახცახი და

შეუძლებლობა გახადეს - შესაძლებელი.

 

მოთმინებას ყველა სვეტი გამოეშალა,

ხელისგულია საყრდენი.

 

ფეხი დაცურდა.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.