უკან დაბრუნება
გემოს-ვნებები

დღეს სადილად გვაქვს

ჩემი ლექსი.

 

პირველი:

 

უნდა მივირთვათ, სანამ ცხელია.

სანამ სიტყვებს დაუწევს სიცხე.

 

მაპატიე, რომ

ზედემეტი აქვს ოდნავ - მარილი

 

 

მეორე:

 

სიტყვებს აქაც ვუნარჩუნებ ტემპერატურას.

თავდახურულ ქვაბს

მოვხდი სახურავს

და სანელებლით გაჯერებული ლუკმები

კალმის წვერიდან

ენის წვერზე გადაბარგდება.

 

 

დესერტი:

 

ტორტი - ალუბლის,

ნაყინი - ჟოლოს,

ტკბილი და მჟავე - მონაცვლეობით.

 

 

ვალაგებთ სუფრას,

ვიღებთ ნარჩენებს,

 

მზრუნველად გწმენდ

ტუჩებს - ტუჩებით.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.