უკან დაბრუნება
ქალებს

საქინე მოჰამადი - ქართულად ”მარიტას” ნიშნავს.

 

ღმერთო

მოწყალევ და მწყალობელო,

ნუ მიწყენ,

ლოცვა შეგიბრუნე:

 

შერისხულს -

მადლი უწყალობე,

გზასამცდარს -

გზაზე შეუდექი.

 

ქვებს რახანია მიგროვებენ,

ორმო გაითხარა ჩემი ნებით.

ღმერთო

მოწყალევ და მწყალობელო,

ჩემი ამბავი

ჩვენი ანბანივით უკუღმა დაიწერა,

წაღმა არავინ წამიკითხავს.

 

არც შენ, ღმერთო,

 

მერე რა,

ქვა რომ თოკით შემიცვალე, -

ბედისწერა ვერ შეცვალე.

 

გხედავ და გამხელ:

ყოველთვის,

როცა იმას

ჩავიდენთ,

რაც შენ არ გინდა,

 

დგები

პროფილში

და ხელებს იბან.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.