უკან დაბრუნება
პირის-პირ

ჰე, წმიდაო ანგელოსო ღვთისაო, მცველო და მფარველო

 

 

 

უთხარი მას,

რომ ისევ გატყდა სიტყვა,

როგორც ძილი და პური.

 

 

უთხარი მას,

რომ სიცარიელე დეკორაციაა

და არა პირიქით.

 

უთხარი მას,

რომ ყველაფერი, რასაც აქამდე ვაფერადებდი,

დაემსგავსა ცრუ ორსულობებს,

რომ ვეღარ ვითვლი

მერამდენედ დავღვარე წყალი.

 

უთხარი მას,

რომ სადაცაა გადავიქცევი საგან-სიტყვებად,

რომ „რა“ ჯგუფის ჩამიდგეს სული.

 

უთხრი მას,

რომ ხელმისაწვდომია ჩემი სიკვდილი

 

და სანამ მომკლავს,

 

უთხარი:

თუ დამიძახებს,

ან თუ მომცემს რაიმე ნიშანს,

 

უსათუოდ

 

შემოვბრუნდები.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.