უკან დაბრუნება
ხმები

რადგან უკეთესი ვერაფერი გამოიგონე,

 

ამბობ:

- არ ვიცი.

 

რადგან ყველა სიტყვა არ ითქმის ერთად

 

ირჩევ:

 

- სიჩუმეს.

 

რადგან მოწყენილობა მალე ვრცელდება,

 

იხსენებ:

 

არსებობს სიტყვა - ”საიდუმლო”.

 

(რომელიც თურმე ყველა ცხადდება)

 

ამბობ:

 

- ცხადდება და არ მთავრდება.

 

მოუთმენლობა - ძველდება დროში,

 

ხვალემ ისწავლა თვალის გახელა გუშინ

 

 

და

 

გრძნობ:

 

- სულერთია

 

და

 

დგახარ

 

როგორც მარტოდარჩენილთა ძილი,

 

რომელსაც ვერავინ ხედავს საით მიდის

 

რადგან...

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.