უკან დაბრუნება
ილუზია

ეს არ ჰგავს

ჩრდილის კედელზე გადანაცვლებას.

 

არც ყოფითი სიზმარია,

სადაც სიკვდილს თარიღს შეუცვლი -

რიცხვებს გადასწევ.

 

ეს არ ხდება მაშინ,

 

როცა სიტყვები

ფორთოხლის ახალგამოწურული წვენია

ან

ცხელი და ბლანტი შოკოლადი,

ყელს რომ გიჩხაპნის.

 

ეს არც ისაა -

როცა სიტყვათშეთანხმებებს არ გასცემ,

 

ფიქრობ: ასე გადარჩებიან.

 

არც გზაჯვარედინია

 

წარწერით:

 

"მარცხნივ წახვალ - ინანებ,

მარჯვნივ წახვალ - ინანებ."

 

ეს უბრალოდ გზაა,

 

სადაც დაღლილობა ზურგზე წამოგიკიდებს

 

და

სულერთია ვინ,

სულერთია რატომ,

სულერთია სად,

 

როცა აღარ გინდა მოკვდე მარტო

 

მოდის ადამიანის ხმით,

ძალდაუტანებლად და ბუნებრივად,

მოდის და ამბობს:

 

ვარ შენთან.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.