უკან დაბრუნება
ბედის-წერა

„ბედი მომეცი და ქვაზე დამსვი“

ქვა - მიწაზეა.

იგი ზოგჯერ
ციდანაც ცვივა.

(ცას ვინ გამოეკერება)



აქ ყოფნა ბედია,
ბედი - ბედნიერება,
უფრო - გამბედაობა

თუკი მოათვინიერებ.

უნდა შეძლო და
უნდა ისწავლო,
ალბათ უფრო -
გამოიგონო

ანუ

საკუთარი თავი დააბოლო,

სხვები - უფრო


მარტივია.

უნდა თქვა:

რომ ”ის” - არჩევანია,
არჩევანი - ფუფუნება,

რომ მარტოყოფნა
უნაშთოდ არ იყოფა

და

მაინც არ გეთმობა

მოიტყუო თავი და
ცა ცქერით რომ არ დაღალო,
მიწაზე უნდა ჩამოიტანო.

გაიცნო და
შეიყვარო სიტყვები:
”მეტაფორა” და ”ჰიპერბოლა”,

ამით ცხოვრება გაიადვილო.

ეს ისე, მშრალად,
უფრო - ყელში გამოსავლებად,

იცის ტყუილმა
ყელზე დადგომა.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.