უკან დაბრუნება
კადრი

…და სანამ ვიყავი მგზავრი,
ვხსნდი სიზმარში _ საიდუმლოს,
და სიყვარულს ვხსნიდი_ საიდუმლოდ.


ვისწავლე, როგორ იწერება
(ორთოგრაფიულად) ზუსტად.
განმარტებითი _ ხსნის მის რაობას.
სინონიმების გვაფრთხილებს:
მას შეიძლება მოიხსენიებდნენ_ასეც.
უცხო სიტყვათა ადასტურებს,
რომ ის არსებობს სხვა ენაშიც.
გეოგრაფიულ სახელებში წერია:
ის გავრცელებულია ყველგან.
ცნობილ ადამიანთა სახელებმა,
გასცა ისინი,
თითეულმა მოიხადა როგორც_ სახადი.

მიუხედავად ყველა ალიბის_
ჩემი ვერ გახდი.

თუმცა მასწავლე:
რომ შენ არ ხარ ბედნიერება,
რომ ხარ ცოდნა_ ბედნიერებაზე.

რომ ყოველ ჯერზე,
ისე ფრთხილად უნდა მიგიღო_
როგორც ნუგბარი,
რომელსაც პირველად ვუსინჯავ გემოს.

რომ საიდანაც პასუხი არ ისმის
და მხოლოდ კითხვებია_
უნდა გაიქცე.

და

რჩები მხოლოდ სიტყვებთან,
რადგანაც დადასტურებულია:

ისინი არსებობენ.

მათ აქვთ საიდუმლო.

”...და თუ ცხოვრება გრძელდება,
სანამ გაქვს ისტორია
და გყავს ადამიანი, ვისაც მოუყვები... ”

დანარჩენი როგორც ფილმშია...

დასასრული.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.