უკან დაბრუნება
ჩიხი

ღმერთო,

 

სიყვარულმა დამასწრო და

სიყვარულში გამოგიტყდა

ანუ -

არსებობ.

 

ვლაპარაკობთ შენობით -

 

გავშინაურდით

 

ანუ

 

ვამბობთ:

 

მესამე - ზედმეტია.

 

გხედავ:

 

აი, ღმერთი

აი, ჩემი ღმერთი

 

უნდა დავიწყოთ თავიდან

 

ანუ მასწავლო:

როგორ გავიღვიძო,

როგორ დავიძინო,

როგორ ვწერო,

როგორ მოგიყვე,

როგორ წაგაკითხო და

გაგხადო თანაზიარი.

 

როგორ ვიცხოვრო შენთან (და ერთად).

როგორ მოვიტყუო თავი (და სხვა).

 

ანუ გამოგიტყდე:

თუკი ყველაფერი დამთავრებულია,

თუ სამოთხე ბოლო ჰორიზონტია -

 

ჩიხი.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.