უკან დაბრუნება
გათვლა

არჩევანი მე, არადანი შენ

 

თუ მე ვირჩევ,

მირჩევნია გავტყდე,

ვიდრე გავიბზარო.

 

თუ შენ ირჩევ

დგომას, თან - ერთ ადგილზე,

ვერ გავჩერდები,

 

გზაში ვარ და მივდივარ.

 

თუ მე ვირჩევ,

მირჩევნია გადავწყვიტო,

თუნდაც დამთავრდეს,

 

რადგან მომავალი

თავს არ იკლავს წარსულით.

 

და თუ ვირჩევ

 

ვამბობ:

 

მე - სახლი,

შენ - სახურავი.

 

შენი არჩევანი - წოლა კედლისკენ,

ჩემი - შენ კედელი.

 

იყოს

არჩევანი ჩემი არ აგიხსნა,

იყოს

არჩევანი შენი მაჩვენო,

 

რომ მე ვარ წისქვილი,

შენ - წყალი.

 

და იყოს ისევ

 

ქატო იქა,

ფქვილი აქა

 

გადავაგდე სავარცხელი.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.