უკან დაბრუნება
სტამბული. გალაკტიონი.
ირაკლის

მას შემდეგ, რაც შენ სტამბულში გადასახლდი,

მეც ვიყავი სტამბულში.





გალათას გზაზე

მოღიმარმა თურქის ბიჭმა

ნაცრისფერი პირბასრი დანით

ორად გამიჭრა

გარეთ ატლასი, შიგნით ათასი,

ჩემი და შენი მეგობრობა

და ენის წვერზე შემატოვა

ბროწეულის ტკბილ-მწარე გემო.





გალათას გზაზე

მოღიმარმა თურქის ბიჭმა

გამომიწოდა ნაკვერჩხალზე დაბრაწული

ორთქლავარდნილი წაბლი,

რომელმაც პირი გადახსნა და

წამაქეზა საიდუმლოს გამხელისაკენ.





გალათას გზაზე

ღამის ცაზე პოეტის ფრთებით

ვარსკვლავებად მიხატული სამწერტილები

დაბრუნების ნიშანს მაძლევენ.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.