უკან დაბრუნება
სადგურებს შორის

არის ამბავი,

რომელიც დიდი ხანია თან დაგაქვს.

გრძნობ, სულ მცირე რამ სჭირდება,

რომ დაიწეროს.

არის მოგონება,

რომელიც უკვე აღარაფერი უშლის ხელს,

რომ სხვებსაც მოუყვე.

არის ადამიანი,

რომელმაც შენი გაცინება შეძლო,

ფიქრში შემოგეხიდა და არ გინდა სხვებს გააცნო.

არის მარად გამოსაყენებელი წინადადებები

რომლებსაც მაშინ ვამბობთ,

როცა გულგრილობას ვმალავთ.

არის ცხოვრება,

სიცოცხლის შემდეგ რომ გეფიქრება -

რას დაიმახსოვრებენ შენგან,

როგორ გაგიხსენებენ,

როცა ოჯახიც დაადასტურებს, რომ ცნობა

შენი გარდაცვალების შესახებ - ნამდვილია.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.