უკან დაბრუნება
შერიგებისთვის

 

 

რა ერქვა ნეტავი იმ პალესტინელ გოგოს -

ჩემს ვერგაჩენილ შვილებს დავარქმევდი.

 

 

თუმცა

სახელი არ ვიცოდი,

გეძახდი:

 

ჰაიფა,

ფირუზე,

ამალა,

ატიფა,

სალმა,

ზაჰრა.

 

რამდენჯერ მიზანში ამოგიღო,

შიშის ყველა ლოცვა გავიხსენე.

 

 

რა გამჭირვალეა სირცხვილი,

როცა არ გყოფნის გამბედაობა.

 

თავშერცხვენილია ჩემი სიმამაცე შენთან,

რადგან მეგონა,

გული გადავაფარე:

სამშობლოს,

კაცს,

გულს.

 

რა ერქვა ნეტავი იმ ისრაელელ ბიჭს,

სიკვდილი თვალებში რომ დაუმიზნე.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.