უკან დაბრუნება
ხავსი

არსებობს დღეები და ღამეები -

გადარჩენისთვის,

 

როცა

 

ცარიელ ფურცელს ისე დაჰყურებ,

თითქოს საყრდენ წერტილს ეძებ

პირველი სიტყვის დასაწერად.

მერე – იოლია.

 

ასეა –

 

დიდი ტკივილის წინ

სიჩუმე ისე ბევრდება,

ყველაფერს ავსებს.

გოჯსაც არ ტოვებს ხმაურისთვის,

თითქოს ეშინია, საკუთარ ნაღმზე არ აფეთქდეს.

 

დიახ,

 

არსებობს ამბავი, რომელთანაც

მწერალი უმწეოა.

ის, ვინც ყოფს, ამსხვრევს, ადგილს უნაცვლებს, მალავს და ზოგჯერ იგონებს კიდეც –

 

ასეთ ამბავთან უმწეოა, რადგან იცის:

ვინც იბრძოლა - წააგო.

 

წყალწაღებულთა სიტყვაა - ხავსი.

 

ცოცხლად დამარხულთა გემოა - მწარე.

 

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.