სადგურებს შორის
ინგებორგ კაიზერი, მწერალი


„ ჩემამდე მოაღწია ნატო ინგოროყვას შესანიშნავად გამოცემულმა წიგნმა „სადგურებს შორის“. მან მე მკითხველად მაქცია, რომელთანაც პოეტმა დაუყოვნებლივ გამოძებნა საერთო ენა, რომელსაც იგი სადგურიდან სადგურამდე დაემგზავრა და ცხოვრებისეულ სიბრძნეს აზიარა. მე მომეწონა მისი მორიდებული იუმორი და ლაკონური სტილი, მისი ნათელი, მკაფიო სიტყვათა წყობა, მომხიბლა რამდენიმე ლექსში მოულოდნელად აღმოჩენილმა თხრობითმა სტილმა  და აფორიზმთან მიახლოებამ. 


„სადგურებს შორის“ მდიდარი და გამამდიდრებელი წიგნია, რომელსაც მკითხველი მრავალჯერ უნდა დაუბრუნდეს. დიდი მადლიერებით პოეტ ნატო ინგოროყვას მისი ცოცხალი, ცხოვრებისეული სიტყვიერებისთვის, რომელიც მომავლის იმედს გვიტოვებს.“

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.