რადიო თავისუფლება, 12.02.2012

ნატო ინგოროყვას “ნედლები და ხმელები”
მალხაზ ხარბედია


გამომცემლობა “დიოგენემ” ნატო ინგოროყვას ძალზე უცნაური პოეტური კრებული გამოსცა, უცნაური, პირველ რიგში, გარეგნულად, რადგან წიგნი (უფრო სწორად, ორი წიგნი) ყუთშია მოთავსებული და კარგადაა შეფუთული. ამ ერთი კრებულის ორი წიგნიდან ერთს “ნედლები”, ხოლო მეორეს “ხმელები” ჰქვია. სწორედ ასე გადაწყვიტა ავტორმა თავისი ბოლო წლებში დაწერილი ლექსების გადანაწილება და ჩემთან საუბარში ნატო შეეცადა კიდევ უფრო დაეზუსტებინა დაყოფის ეს პრინციპი:

“წიგნი ორ ნაწილად იმიტომ გაიყო, რომ შემოქმედების (როგორც ამბობენ ხოლმე) პერიოდები დავყავი, იმიტომ რომ ამ წიგნისთვის ძალიან დიდხანს ვაგროვებდი ლექსებს. ორივე წიგნისთვის, საერთო ჯამში, ალბათ 9 წელი ვემზადებოდი, ანუ ცხრა წლის განმავლობაში რა ლექსებიც დაიწერა, მათი მცირე ნაწილი გადანაწილდა ამ ორ წიგნში.“ნედლები“ უფრო მეტი სიფრთხილით გადავარჩიე, რადგან იმ თითქმის 150 ლექსიდან დაიბეჭდა სულ 13-ოდე ლექსი, რომელშიც - ჩავთვალე, რომ - უფრო მეტი ლიტერატურა იყო და არა სხვა რაღაცები - ის ამბები, რომლებიც „ნედლად“ იწერებოდა, ანუ ლექსები, რომლებსაც ვწერდი და მერე ან მივხედავდი, ან არ მივხედავდი. „ხმელებში“ კი უფრო ის ლექსები შევიდა, რომლებიც ამბებად უფრო დიდხანს ვატარე ჩემში, დაღვინდა სათქმელი, როგორც ვამბობთ ხოლმე, დაიწურა, გამოხმა და დაიცალა იმ ზედმეტი სიტყვებისგან, რომელიც, ვფიქრობ, აღარ იყო საჭირო ლექსებში და რაღაც ისეთი პერიოდი დადგა, როცა ლექსებს კი არ ვწერდი იმისთვის, რომ მერე მიმეხედა, არამედ ვხედავდი და ისე ვწერდი და მივხვდი, რომ ეს ფორმაც, განსაკუთრებული ფორმა, ლექსისთვის მე თვითონ არ მიძებნია. რაღაც მომენტში დადგა დრო, როდესაც ლექსი ისე იწერებოდა, როგორც ვხედავდი.”

სტატია სრულად იხილეთ ბმულზე

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.