რაინერ მარია რილკე
შემოდგომა

ფოთლები ცვივა, ნელა ცვივა, სადღაც შორეთში,

თითქოსდა ბაღი დამჭკნარიყოს, ცად რომ ეკიდა.

ცვივიან მაინც უარის მთქმელი ხელის ქნევითა.

 

დედამიწა კი ღამეული ვარსკვლავებიდან

ვარდება სივრცის უნაპირო სიმარტოვეში.

 

ეცემა ყველა და ჩვენც ბოლოს დაცემას ველით,

იმგვარი ყოფით, როგორც მოჩანს ფოთოლთა ბარდნა.

 

და არის ერთი, ერთადერთი, ვისაც ეს ვარდნა

უჭირავს ნაზად, უსასრულოდ, ჯადოსნურ ხელით.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.