რაინერ მარია რილკე
იდიოტის სიმღერა

მე არ მიშლიან სიარულის ისინი ნებას.

თან დასძენენ, რომ დასაშვები არც რა მოხდება.

კარგია რაიც.

შესაძლებლობა შეუძლებელს არ იზიარებს,

ყველაფერი ხომ წმნიდა სულის ირგვლივ ტრიალებს,

კარგია რაიც.

არ არის ახლა იმნაირი ფიქრის დროება,

რომ სადღაც იცდის საშიშროება,

თუმცაღა სისხლი სისხლია მაინც.

მძიმეა სისხლი, ზრახვა მასზე არ შემიცვლია,

ატანა ზოგჯერ აღარაფრის არ შემიძლია,

(კარგია რაიც).

 

რას ნიშნავს ნეტა, ვითომ თქვენი ლამაზი ბურთი,

თქვენნაირთათვის მზის მაგვარი, ჩემთვის აბსურდი.

ფერით წითელი, ფორმით მრგვალი, ასე რომ მიმზერს,

მოვა კი თქვენთან თქვენის ნების გამოძახილზე?

 

უცნაურია ყველას ქცევა, თითქოს ფრთოვანი,

ერთმანეთს ერწყმის ისე, როგორც ხმოვანს ხმოვანი,

თან მეგობრული შინაარსით, თან ბუნდოვანი.

კარგია რაიც.

 

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.