რაინერ მარია რილკე
ბრმის სიმღერა

მე ბრმა ვარ. თქვენთვის გარეთმყოფნო და ვარ ნარჩენი.

წინააღმდეგი თქვენი ნების, ვით განაჩენი,

აუტანლობა დღენიადაგ ჩემი იელვებს.

ჩემს ნაცრისფერ ხელს ვიშვერ ნელა, კანკალით, ძრწოლით,

ვეხები ფრთხილად ნაცნობ სხეულს და ჩემი ცოლი

მიმიძღვის გზაზე, რასაც ჰქვია სიცარიელე.

 

თქვენ კი ირევით ერთმანეთში და ეჯახებით,

ხმის ჟღერდობა სიცხოველით ჰგავს ხელაღებით.

იმნაირს, როგორც ერთმანეთზე დარტყმაა ქვების.

მაგრამ თქვენ ცდებით, თქვენეული ფიქრის გაგებით,

მე ვცხოვრობ ჩემთვის და ვხმაურობ ტანჯვის წაღებით.

ჩემში მაღლდება კივილის და კვნესის თაღები,

თუმცა არ ვიცი, ვისია ეს მჟღერი ჰანგები.

გული გაჰკივის ამას ჩემი თუ ნაწლავები.

 

გეცნობათ განა ეს სიმღერა? თუმცაღა ტონი

სხვაა სიმღერის, რასაც მღერის თქვენივე ბაგე.

თქვენებრი ლაღი სიმღერების მე ვარ არ მქონი.

ვერც თქვენნაირი სითბოღვრილი ბინა ვერ ვაგე.

სახეები და გაქვთ შეგრძნება, სახემდე მგონი,

და ეს გიბიძგებთ გამოზომილ სიფრთხილისაკენ.

 

 

 

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.