ვლადიმერ ორლოვი -ბელორუსია
წერილი ციხის უფროსს

დღე მშვიდობისა

ბატონო ციხის უფროსო!

თუმცა,

როდისაა ის თქვენთვის მშვიდობიანი?

როცა პატიმარი ტოვებს ციხის კედლებს,

თუ პირიქით, როცა ვინმეს ადებენ ბორკილს?

ან იქნებ მაშინ, როცა კამერაში

შემოჰყავთ სერიული მკვლელი

ანდა პოეტი?

როგორი მრავალრიცხოვანია არჩევანი!

ყველას ასე როდის უმართლებს!



ვფიქრობდი ჩემთვის

რა იქნებოდა თქვენი პასუხი შეკითხვაზე:

რა პროფესიის ბრძანდებით ან სად მუშაობთ?

ვარ სასტუმროს დირექტორი,

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი

თუ ადამიანის სულის ინჟინერი?...



კარგი იქნებოდა მცოდნოდა,

რომელი წიგნები ინახება თქვენს ბიბლიოთეკაში?

ფრანსუა ვიონი?

თუ ოსკარ უაილდის ტომეულები

ჩანიშნული „“რედინგის ციხის ბალადაზე“ ?

ან იქნებ, შემთხვევით, იაკუბ კოლასის ტომეულები

რომელიც ასი წლის წინ იყო ტუსაღი

თქვენდამი დაქვემდებარებულ კედლების?

ან იქნებ ინახავთ იმ ოცი პოეტის წიგნებს,

რომლებიც ერთ ღამეში დახვრიტეს აქ 1937-ში?

ამბობენ რომ,

ერთ-ერთმა მათგანმა, ამოტვიფრა კედელზე

სიტყვა „სამშობლო“

დიდი ასოთი

და დღემდეა შემორჩენილი,

რადგან ამბობენ, რომ

თქვენ უბრძანეთ, არ გადაღებონ.



მეტაფორაა მშვენიერი!

ეს ამბავი მიდასტურებს ჭორებს,

რომ თითქოს თავად აპირებთ დაწეროთ რომანი

მასზედ ...



ვინ აკაკუნებს კარზე?

სად არის ჩემი კბილის ჯაგრისი?

ფანქარი და უბის წიგნაკი?



20 დეკემბერი, 2010

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.