ვლადიმერ ორლოვი -ბელორუსია
გოგონა ცელით

მე ის მაშინვე შევნიშნე

ნორჩი და სუფთა

რკინიგზის სადგურის მღვრიე მდინარეში

მისი ცელის გარშემო

ირწეოდნენ

ჩემოდნები

ქუდები

ბანანები

ყვავილები

სამგლოვიარო გვირგვინები.



ვიცანი მაშინვე

მიუხედავად სინორჩისა -

ჯინსებით

მოდური ზურგჩანთით

ციმციმათი

მან თვალი ჩამიკრა

მიყვარს მიხვედრილები.



მე გავცურე მისკენ

ბრასით

კროლით

ბატერფლაით

სწორედ ისე, როგორც შაბათობით

გადავცურავ ტბებს.



ის არ შეჩერებულა

ჩაეშვა გვირაბში

იყიდა დილის გაზეთი

გადასასვლელზე ქუჩის ვიგრძენი

კეფასთან მისი მსუბუქი სუნთქვა

თითოეული ნეკნის გავლით.



ის მოდიოდა ჩემთან ერთად თითქმის სახლამდე

გარემოებას არ ეთქმოდა ცუდი :

და ყველაფერი მოხდება

არათუ სხვაგან, აქვე

გრძელ სკამზე სანაგვესთან ახლოს_

ჩვენ შეგვიფარებს ნაცნობი საწოლი

ფანჯარასთან აყვავდება ბალბა

შესაძლოა

დაგვრჩეს დრო ექსპერიმენტის

მე აღმოვჩნდე მის მკლავებში

პირველი

ყოველ შემთხვევაში დღეს.

ან შესაძლოა სულაც

(გამორიცხული არ არის

ის ჩამოვიდა გამოცდილების მისაღებად)



ვფიქრობ თითქოს რაღაცით

ვართმევ მას უბიწობას

ასეთი ტანი

ასეთი ნორჩი ტუჩები

აჩენს სურვილებს.



მან უცებ გადაიფიქრა

ნეტავ ისეთი რა წაიკითხა გაზეთში?

აირჩია სხვა

ახალგაზრდა

წვერგაპარსული

მოდური ზურგჩანთით?



მე დავიმახსოვრე ის

უკანასკნელ ყლუპამდე

ღვინის და ჰაერის

უკანასკნელ კოცნამდე _

ის აგვისტოს გოგონა

ცელით

რომლის ბასრი პირი

იყო ჯერ კიდევ დაფარული

უბიწოების თეთრი პირბადით.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.