ვლადიმერ ორლოვი -ბელორუსია
ვეშაპები

ნაპირს აწყდებიან

ვეშაპები

რა არ ჰყოფნით მათ

გრაციოზულებს

თავის სტიქიაში?

თავისუფლება?

სილამაზე?

თუ დანაზოგი

ფოლადის ბასრი პირის.

მოქნილ მცურავებს

გამოცდილებს

შტორმსა თუ დარში

მზე თუ სიღრმე?

დაიღალნენ როგორც

სალვადორ დალი

ანფილადების

ნათელ მწუხრში.

ან იქნებ უბრალოდ

სურთ დაინახონ

რა არის რუბიკონის იქეთ.

არაფერი?

მარადისობა?

რამდენიმე წამი

გამოსათხოვარი საუბრისთვის

ბედისწერის ღმერთთან.



ნაპირს აწყდებიან

ვეშაპები

რა არ ჰყოფნით მათ

გრაციოზულებს

თავის სტიქიაში?

ერთხელ შენც

გახდი გმირი

ოდიოზური

შენსავე სპექტაკლში

გადაეშვი ზღვაში



შენ

არავინ შეგიჭმუხნავს წარბებს

სხვა სივრცეების

ვიწრო კარში

მან იცის

მოვიდა სტუმარი

ქანცგაწყვეტილი გრძელი გზიდან

გახედავს უსასრულობას

და მხრების აჩეჩვით

და ღიმილით კომატოზურით

გკითხავს



რა არ გყოფნით

ოდიოზურებს

თქვენს სტიქიაში

თავისუფლება?

სილამაზე?

თუ მარაგი ფოლადის

ბასრი პირების .

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.