ვოლოდიმერ ბინო -უკრაინა
საჰაერო გველები

როგორი მაღალია სამყარო, ცამ რა შორს გააღწია

ფერები, ფერები, ქარისთვის მოუხელთებელ სიმაღლეზე.

ნუ დამამსხვრევთ მე, ნუ დამამსხვრევთ ტყუილუბრალოდ, რადგან

ფერებო ფერებო, თქვენს გამო ძალიან შორს ავფრიალდი.



ცეცხლი იქაა, ზემოთ, სადაც უჩინარდებიან საჰაერო გველები

და ხდებიან უბრალოდ... ნამდვილები -

მეტისმეტად სავსე მოწყენით და გრძნობებით.

მოაჯადოებენ ვინმეს ,

რომელიც არ იცის, რომ უჩინარდება როგორც დრო

და მიაბამენ რომელიმე ფეხშიშველა ღრუბლის ტანზე.



იქ უდაბნოში, უჩინარები, უნაყოფოდ დარაჯობენ დღეებს,

რომელთა შორის დაიკარგა ჩემი გამცილებელიც

და აღარ ვიცი საით, დღეს აღარა ვარ ნიშანი სწორი მიმართულების.

მხოლოდ ის მესმის, როგორ ანაყრებს ტანი ნაჯახის შიმშილს.



ნაპირი და უდაბნო. შევინახავ ამ ტანსაცმელს პასტელის ფერებში

როგორც უპატიებელ მინიშნებას ჩემი ჯერ კიდევ გაუხუნარი გზების.

ნიანგის ცრემლები და დათვის ნაზი გულში ჩაკვრა

ჩაიმალა ჩრდილში გვირგვინებისა და მეფეების.



ჰაერის გველები კი გაიზრდებიან მრავალძარღვებად ზაფხულში

ბილიკი კი ძალიან ვიწროა. შესაძლოა იმიტომ , ის ძალიან ჩემია ,

და ჩემგან ცამდე - წვრილი თავაწყვეტილი ძაფი

ნამდვილი გახდება აქ

გველი

ჩემი ან

მე.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.