ვოლოდიმერ ბინო -უკრაინა
ფოცხვერი

ვნახე მე ის, რასაც უწოდებენ გალიას,

არ დაიხიო უკან

იმ დროს, როცა ფოცხვერი

დააპირებს კბენას!



ფოცხვერი - არ არის ლომი, არც კატაა

ფაფარით;

გითვალთვალებს და დაგეწევა

მწყურვალი

როგორც თავსხმა.



შესაძლოა ასეც, ამ ქვეყანაში

ის იყოს ბოროტება.

შესაძლოა, არც იყოს ასე_

ფოცხვერი ჩემშია

დამალული.

გაცხარდა სიამე, თითქმის გაიკვანძა

თამაშია ასეთი.

კმარა! ადექი და

შეჭამე მამონტი.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.