ვოლოდიმერ ბინო -უკრაინა
თავისუფლება იწყება მაშინ

თავისუფლება იწყება მაშინ,

როცა ირღვევა ბადე,

როცა ტყდება გალია,

რომელშიც აგროვებდი

მოთმინების უკანასკნელ წვეთებს.

როცა მხარს იცვლის ნაყოფი

და მხოლოდ თავისუფლების თხელი სამოსის ტალღები

კითხულობენ შენში ქაოსს.

როცა ფილტვებიდან ბოლომდე გაუშვებ ჰაერს

გაიგებ სინამდვილეში

როგორია მეწყერი სუნთქვის;

როცა ვახშმობ

არალეგალურ მიგრაციაში

მაჯისცემა

გესმის გარეთ

და იძინებ ქუჩაში ღამით შიმშილით;

როცა დრო დაწვავს

შესართავებს მარილიანი მდინარეების

იქნება ნიშანი სიცივის

ორ პოლუს შორის

შენს გართხმულ სხეულზე;

როცა სანთლის გული ჩიწვება

და სიბნელე, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს ,

შეწყვეტს სიბნელედ ყოფნას -

იწყება თავისუფლება.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.