რაინერ მარია რილკე
აპოლონის არქაული ტორსი

ჩვენ არ გვინახავს მისი თავი, არ ვართ ჩვეული,

სადაც მწიფობდნენ ვაშლებივით მისი თვალები.

ტორსია მისი შანდალივით ნაელვარები,

რადგანაც მზერა შიგნიდან აქვს გამოფრქვეული.

რომ არა ასე, არ შეგვძრავდა ჩვენ მისი ნახვა

და ვერც ბარძაყზე შევნიშნავდით ღიმილის ხმაურს,

გაბნეულს ტანში, აფეთქებულს და თან უცნაურს,

არ არსებული მოფერებით რომ ჩაისახა.

თვალისმომჭრელი დიადემის გარეშე ტანი,

უსახურობის იქნებოდა მაინც მომტანი

და ბრწყინვალებას დაკარგავდა მტაცებლის შიშით.

შეგრძნება ებრძვის არშეგრძნებას.... ეცვლება ნირი,

ყოველ ცისმარე ყრუ სიბნელეს მისი კაშკაშით,

რომ ამგვარ ხიბლით ცხოვრებაა სულ სხვანაირი.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.