ბირუტე იონუშკაიტე - ლიტვა
***

ღმერთო

თუკი მოვკვდები ამ ღამით

შემოავლე ჩემს შვილებს

სამყურას ყვავილების წნული

შეაკეთე ოჭინარი მამაჩემისეულ ჭაზე

რადგან სხვამ მასზე

აღარ მოინდომოს

თვითმკვლელობა.

შვილიშვილებს ფეხებთან

დაუსვი

ყველაზე რუხი ტოროლა

ფხიზლადაა შენი

ორეული კრავი:

როგორი სიმღერები იყო

ღმერთო

ჩვენ წამწამები

შენი ქუთოთოების

დაპურებული ცრემლით

მარია მაგდალინელის.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.