ბირუტე იონუშკაიტე - ლიტვა
ნიდეში

შემოდგომის მიწურული,

როგორც მშვიდად მომაკვდავი მოხუცი,

რწმენით,

რომ თითოეულმა ფოთოლმა დადო მთელი თავისი სიყვარული ხის ფეხებთან,

ჩემი და შენი.

აქ, სადაც ერთ მხარეს ზღვაა, მეორე მხარეს - ტბა,

გედებით, რომელიც ღმერთმა შექმნა მეშვიდე დღეს,

როგორც ნიშანი სიმშვიდისა, როგორც გედის სიმღერა.

ადამიანის ხორკლიანი აზრები გაქარწყლდება,

სულის მშვიდი ნათება მოერგება ზღვას და

გაცურავს ყოვლისშემძლის დაბინდულ თვლემაში.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.