ბირუტე იონუშკაიტე - ლიტვა
კომპიუტერული- იგი

იგი - თვითმკვლელობაა გაწელილი დროში

ყოველდღიურად კარგავენ ნივთები თავიანთ დანიშნულებას

სხეულის გამოკვებას აღარ აქვს აზრი, გადავსებული

თევშიდან პირში გემო რჩება ტანჯვის.



მანძილი ღმერთამდე ან ეშმაკის საიდუმლო წვეთები

სისხლძარღვები გადაივსო ვერცხლისწყლის კოლტებით

სისხლისჩაქცევა ტვინში შუქის ნათელი სვეტით

არ ტოვებს იმედს, რომ ის გაქრება



ორისათვის ადგილი არ არის ბიოგრაფიაში

ჩვევა წუწუნსა და ცრემლებზე წლებმა გააქარწყლა

თითქოს სამართებელი ყელს მისერავს ყოველდღე

You have 0 unread messages

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.