რაინერ მარია რილკე
ჯუჯის სიმღერა

 

სინათლის დარად რომ იელვებს, ჩემი სულია,

გული კი, გული, სამწუხაროდ ჟამს შეუცვლია,

ჩემს სისხლს, რატომღაც, მისი ზიდვა არ შეუძლია,

რითაც მაყენებს ტკივილს და გვემას.

არ გააჩნია მას არც ბაღი, არცა საწოლი,

დაბრეცილ ჩონჩხებს ჩაფრენია ჩემსას და რძწოლით

გააქვს ძარღვებში სრბოლა და ცემა.

ჩემი ხელიდან არაფერი არ იბადება,

რაც ხანი გადის იგი ნესტს და კრუნჩხვას ბარდება,

ხტუნვა იმათი გომბეშოებს შეეფარდება,

წვიმის შემდეგ რომ ჩვევია ტაროსს.

ჩემზე ძველია გაცვეთილი ჩემი სამოსი,

მსგავსი ნაღველის, მრუმე ღამის და საღამოსი,

რად უნდა ნეტა ორჭოფობა უფალს - ძალმოსილს,

სანაგვეზე რომ ყველაფერი გადაიტანოს.

ხომ არ მაბრაზებს, ნეტა, მე ის, ვითარცა მზვავი,

ჩემი პირქუში სახისა და ბრაზის ცდუნებით.

მე კი სულ მსურდა შუქფენილი გავმხდარიყავი,

თუმც არაფერი მოდიოდა ისე სრულებით,

როგორც ძაღლები დაგეშილნი, ბასრი და ავი.

ეს ყოველვე მათთვის მუდამ იყო სულერთი,

ჩემთვის კი ნელად ასატანი და გულსაკლავი.

 

 

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.