რაინერ მარია რილკე
ობლის სიმღერა

   

მე არავინ ვარ და ვიქნები, ალბათ, არცა რა,

არსებობისთვის მეტისმეტად ჯერ ვარ პატარა,

ჰო, დედებო, ჰოი, მამებო,

სიკვდილის მკლავებს არ დამანებოთ,

ბედმა წვალების გზებით მატარა.

თუმც საამისოდ თქვენეული არად ღირს ჯაფა,

ჩემს არსებობას გასრესა ჰქვია.

დღეს თუ ამისთვის მეტისმეტად ადრეა გარჯა,

ხვალ უფრო მეტად იქნება გვიან.

   

ეს ერთადერთი კაბა მაქვს და იგი მე მიყვარს,

თუმცა გახუნდა, მაგრამ მაინც შერჩა სინაზე.

მიუხედავად გაცრეცისა, ის გაძლებს დიდხანს,

რომლითაც, ალბათ, მე წარვსდგები უფლის წინაშე.

   

და შემრჩა კიდევ ის კულული, შუბლზე რომ მესხა,

(ისევ ის დამრჩა და სხვას არ ველი).

უსაყვარლესი თუმცა იყო იგი ოდესღაც.

   

არაფერია მასში ახლა გასახარელი.

   

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.