რაინერ მარია რილკე
კეთროვანის სიმღერა

 

შემხედეთ, მე ვარ იმათგანი, ვინაც მარტოა,

ვინც მოიკვეთა თითქმის ყველამ და მიატოვა.

მე ამ ქალაქში მიცნობს არავინ.

მარცხის სიმწარე ბედით ჩემი ყოფილა ხვედრი,

ცხოვრების გზაზე შემეყარა, დამეცა კეთრი,

აუტანელი და შემზარავი.

მწუხარ სამიზნეს, ჩავლისას რომ შემეფეთება,

კეთრი, ვითარცა უროს დარტყმა, ისე ედება;

ხის ჭრის გამგონე ჩემსკენ შვებით არ იხედება,

არავინაა ჩემი მფარავი.

 

ჩემი ყოფა და შინა წვდება იქამდე თითქმის,

სანამდეც ჩემი მძიმე უროს დარტყმის ხმა ისმის.

შენ, შესაძლოა, უროს ჩემსას, დიდხმოვანს ისეც

სახმაურო ხმა, უნებლიედ, იმხელა მისცე,

რომ გამეცლება ვინც ჩემს ახლოს ვიდოდა ისიც.

მე შემიძლია ჩემეული შეძლების ფასად

ისე შორს წასვლა, რომ გზად კაცი შემხვდება არსად.

ზურგს მაქცევს ყველა, ბედი მარტო ყოფნას მპირდება,

 

აბა, ცხოველთა დაშინება მე არ მჭირდება.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.