რაინერ მარია რილკე
ხმები

ცხრა ფურცელი ერთი თავფურცელით

 

თავფურცელი

 

მდიდართ სიჩუმე სილამაზით არის ნაგები,

თუმცა მათ არ სურთ ვინაობის გამხელა თითქმის,

მაგრამ ბედკრული უფრო არის ყურადსაღები,

რადგანაც იგი დანანებით, ბრმა ვარო იტყვის.

იტყვის, რომ ბრმაა და არ ძალუძს საწყალს ყურება,

რომ მზისქვეშეთში კვალდაკვალ სდევს უბედურება,

რომ ისევ ტანჯულს ავადმყოფი ჰყავს შვილი რისთვის,

რომ წვალებაში რატომ გახდა ჩათრევის ღირსი...

 

თან შესაძლოა, ეს არ იყოს მთლად საკმარისი.

 

რადგან მათ გვერდით ვლიან ყველა, როგორც საგნები,

სხვის თვალში ჩანან სიმღერებით გზების გამგნები.

 

ფრიად კარგია მოსასმენად სიმღერა მათი.

 

თუმც ერთურთისგან განსხვავება მოსდევთ განგებით,

მაინც კასტრატთა სიმღერა სურთ ბავშვურ ჰანგებით.

 

მობრძანდება და რჩება დიდხანს ღმერთი სულმნათი,

თუ ვინ ლოცულობს უკეთ ხვედრზე ამის გაგებით.

 

 

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.